დღეს, 28 აგვისტოს, მარიამობასთან დაკავშირებით, პატიმრებს შეიწყალებენ.
სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშის განცხადებით, შეწყალების რეკომენდაცია 220 მსჯავრდებულიდან თითქმის ნახევარმა მიიღო. როგორც განაცხადა, შეწყალების რეკომენდაცია 10 ქალსა და 3 არასრულწლოვანს მიეცა.
"შეწყალების კომისიამ სულ 220 მსჯავრდებულის საქმე განიხილა. შეწყალების რეკომენდაცია მიეცა 10 ქალს და სამ არასრულწლოვანს. არის 15-20 საქმე, სადაც მსჯავრდებულებს მოსახდელი ვადის განახევრებაზე გაეწიათ რეკომენდაცია. კომისია შეეცადა, გაეთვალისწინება მძიმე დაავადებების მქონე, განსაკუთრებით კი, მულტირეზისტენციული ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრების მდგომარეობა", - განაცხადა ტუღუშმა.
პრეზიდენტი იმ პატიმრებს, რომლებსაც კომისიამ რეკომენდაცია მისცა, დღეს შეიწყალებს.