საფრანგეთის ქალაქ ბლარენგემში პოლიციამ საქართველოსა და ლიტვის მოქალაქეები ქალაქის პოლიციის უფროსის სახლის გაქურდვის გამო დააკავა.
როგორც საფრანგეთის მედია იყტობინება, პოლიციის პატრულმა შემთხვევით შეამჩნია ორი ადამიანი, რომლებიც ქალაქის პოლიციის შეფის სახლიდან გამოვიდნენ, რადგან მათთვის ცნობილი იყო, რომ სახლის პატრონი ქალაქში არ იმყოფებოდა.
მათ დააკავეს აღნიშნული პირები და პოლიციის განყოფილებაში წარადგინეს. დაკავებულებს აღმოაჩნდათ ბინების გასაქურდად საჭირო სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები, ასევე ბიჟუტერია და მობილური ტელეფონი.
პოლიციის უფროსის სახლის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ შესასვლელი კარები გატეხილი იყო, ხოლო სახლი არეული.
ერთ-ერთმა დალავებულმა 31 წლის ლიტვის მოქალაქემ სემონას ბულატოვასმა განაცხადა, რომ მას მოსწყურდა და ამიტომ შევიდა სახლში.
„ვნახე რომ კარი ღია იყო შევედი რადგან მწყუროდა. სახლში არავინ იყო და მე მისი დათვალიერება დავიწყე",- განაცხადა ლიტვის მოქალაქემ.
მეორე დაკავებულმა, 32 წლის საქართველოს მოქალაქემ ვასილ ქოჩაძემ განაცხადა, რომ მისი სახლში შეღწევის მიზეზი ტუალეტში შესვლა იყო.
პროკურორის განცხადებით, დაკავებული ლიტვის მოქალქე პირველად მოხვდა პოლიციის განყოფილებაში, ხოლო ვასილ ქოჩაძე პოლიციამ უკვე მეთერთმეტედ დააკავა.
ადვოკატის თქმით, დაკავებულებს აქვთ მძიმე სოციალური პირობები.
პოლიციის უფროსის ოჯახმა მოითხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება - კარისა და ფანჯრის დაზიანებისათვის 3700 ევრო და 150 ევრო მობილური ტელეფონის სანაცვლოდ.
სასამართლომ ქოჩაძეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ბულატოვასს კი 1 წლით.
ორივე დაკავებულს დაეკისრათ, დაზარალებულისთვის კომპენსაციის - 125-125 ევროს გადახდა. დაზიანებული კარებისა და ფანჯრის ღირებულებას სადაზღვეო კომპანია აანაზღაურებს.