შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე გრიგოლ მელკონიანი დააჯარიმეს, რომელმაც საქართველოს საზღვაო წყლებში ჰიდროციკლით ცურვის წესები დაარღვია.
გრიგოლ მელკონიანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა 2) მუხლის VI ნაწილის შესაბამისად დაეკისრა ჯარიმა 300 ლარის ოდენობით.