შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ფაქტზე ირანის მოქალაქე პაიმან ალი ჯანი ლაშედინი დააჯარიმეს, რომელმაც საქართველოს საზღვაო წყლებში ჰიდროციკლით ცურვის წესები დაარღვია.
ირანის მოქალაქეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა 2) მუხლის VI ნაწილის შესაბამისად დაეკისრა ჯარიმა 300 ლარის ოდენობით.