შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (დასავლეთი) ფოთის განყოფილების, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ბუნებრივი რესურსების სააგენტოსა და შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების შედეგად, ზღვის დაბინძურების ფაქტზე, ყულევის პორტის N1 ნავმისადგომთან, მარშალის კუნძულების დროშით მცურავი ნავთობმზიდი გემი "SLOMAN THEMIS"-ი დააკავეს.
აღნიშნული გემის კაპიტნის, ხორვატიის მოქალაქის, რომანო მიჯოლოვიცის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე (პრიმა ორი) მუხლის VII ნაწილით.
25 აგვისტოს, მარშალის კუნძულების დროშით მცურავი ნავთობმზიდ გემის "SLOMAN THEMIS"-ის კაპიტანს, ხორვატიის მოქალაქე , ხობის რაიონული სასამართლოს დადგენილებით, დაეკისრა ჯარიმა 65 ათასი ლარის ოდენობით და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 9 680 ლარის ოდენობით.