შინასგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული 16 წლის არასრულწლოვანი , რომელმაც 2011 წლის 22 აგვისტოს დანის გამოყენებით , გულ-მკერდის არეში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა მეგობრის მამას, გია ბოგდანოვს.
ამჟამად დაჭრილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და იმყოფება ქ.თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში.
ბრალდებული აღიარებს მის მიერ ჩაქდენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-108 მუხლით, რაც ითვალისწინებს 7-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.