დაღესტანში ცუმადინის და ბოტლიხის რაიონების საზღვარზე მდებარე ტყის მასივთან სამართალდამცველებსა და უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრებს შორის შეტაკება მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, შეტაკება გამთენიისას დაიწყო, როდესაც პოლიციასა და შინაგანი ჯარის წარმომადგენლებს ტყიდან ცეცხლი გაუხსნეს.
ორმხრივის სროლის დროს პოლიციის ერთი თანამშრომელი და ერთი სამხედრო დაიჭრა.
ამ დროისთვის ბოევიკების ლიკვიდაციისთვის სამართლდამცველები აღნიშნულ ტერიტორიაზე სპეცოპერაციას ატარებენ.