თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში 18 წლის ბიჭმა მეგობრის დახმარებით, მამა დაჭრა.
მეზობლების თქმით, შვილმა მამას დანა გულში ჩაარტყა. დაჭრილი უგონო მდგომარეობაშია. კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ ის თბილისში გადაიყვანა.
როგორც მეზობლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, მამამ შვილს სანადირო თოფი დაუმალა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა.
მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე თელავის პოლიციაში აღიძრა. ბრალდებულები მიმალვაში არიან.