ინგუშეთში ბოევიკები მუსულმანთა წმინდა დღესასწაულზე, რამადანზე, ტერაქტებს ამზადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ინგუშეთის რესპუბლიკის მეთაურ იუნუს-ბექ ევკუროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
"დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად აღმოჩენილია თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ რესპუბლიკის ტერიტორიაზე სადღესასწაულო დღეებში დივერსიულ-ტერორისტული აქტები იგეგმება", - აღნიშნა ევკუროვმა და დასძინა, რომ ტერორისტების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობაა.
არსებული ინფორმაციით, მხოლოდ ნაზრანში სამი თვითნაკეთი ბომბია აღმოჩენილი, რომელთაგანაც ორი კერძო საცხოვრებელ სახლებთან და ერთი პროკურატურის სიხლოვეს მდებარე მაღაზიასთან იყო დამონტაჟებული.