ბათუმის ბულვარში მკვლელობა მოხდა. 18 წლის გიორგი ლალიაშვილი ცივი იარაღით, გულში მიყენებული ჭრილობის შემდეგ გარდაიცვალა. მკვლელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მკვლელობის მიზეზი შელაპარაკება გახდა.
ლალიაშვილი სასწრაფოს მისვლამდე, ადგილზე დაიღუპა.
მოზარდის ცხედარი ბათუმის პროზექტურიდან გუშინ თბილისში, სახლში გადმოასვენეს.