დღეს, 20 აგვისტოს, მცხეთაში წვევამდელთა 2011 წლის საშემოდგომო გაწვევა იწყება. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო სამსახურის წვევამდელთა გეგმური გაწვევა 20 აგვისტოს საზეიმო ვითარებაში ჩატარდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სამხედრო სავალდებულო სამსახურში, მცხეთის მუნიციპალიტეტიდან ამ ეტაპზე 80 ახალგაზრდა წვევამდელის გაწვევა იგეგმება.
საზეიმო ღონისძიება მცხეთის ცენტრალურ მოედანზე 11:00 საათზე დაიწყება. ორგანიზატორები არიან მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა და მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო გაერთიანების ხელმძღვანელი პირები.
გაჟღედება პატრიოტულ თემაზე შექმნილი სიმღერები და ლექსები, ღონისძიების მსვლელობისას, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მოძღვარი მამა დავითი (ჯიშკარიანი) ადგილზე აღავლენს ლოცვას და გზას დაულოცავს სამხედრო სასახურში წამსვლელ წვევამდელებს.
ღონისძიებას დაესწრებიან მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, რეგიონული განვითარების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ხოლო არასამთავრბო ორგანიზაცია "ადამიანის" მიერ მოხდება წვევამდელების დასაჩუქრება საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთებით. ღონისძიების დასასრულს შესრულდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი.