შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველოსა და შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქ.გორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გორის რაიონის სოფელ ერგნეთში, ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ დადგენილი წესების დარღვევის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე (სტავროპოლის მხარე სოფელი ინოზემცევო) ანატოლი ანატოლის ძე მაქსიმენკო დააკავეს, რომელიც 2011 წლის 4 აგვისტოს როკის გვირაბის გამოვლით რუსეთის ფედერაციიდან ცხინვალის რეგიონში შემოვიდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სსკ-ის 322-ე (პრიმა ერთი) მუხლის I ნაწილით. გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველო აწარმოებს