მალაიზიაში ადგილობრივი სამართალდამცველების მიერ დაკავებული ქართველის, დარეჯან კოხტაშვილის პროცესი დაიწყება.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, სასამართლო განხილვა წინა კვირას უნდა დაწყებულიყო, თუმცა ის ენობრივი ბარიერის, თარჯიმნის არყოფნის გამო გადაიდო. ამის შემდეგ, თარჯიმნის მოძიების თხოვნით, ქართულმა მხარემ კუალა-ლუმპურში აზერბაიჯანისა და უკრაინის საელჩოებს მიმართა.
კოხტაშვილი მშობლიური ენის გარდა რუსულ ენას ფლობს, რის გამოც სასამართლომ მას თარჯიმნად რუსეთის მოქალაქე ოლგის ზადულიმი დაუნიშნა, თუმცა ის არაკომპეტენტური აღმოჩნდა და დაცვის მხრემ მას წინა სასამართლოზე აცილება მისცა.
დარეჯან კოხტაშვილის ინტერესებს სასამართლოში მალაიზიის ერთ-ერთი გავლენიანი ადვოკატი იცავს, რომელიც ძირითადად ნარკოტიკების ტრეფიკინგში ბრალდებულთა საქმეებზე მუშაობს. ის მსხვილი იურიდიული ფირმის "კარპალ საინ და კომპანიის" წარმომადგენელია.