2010 წლის განმავლობაში 72 ქვეყანაში 11500-ზე მეტი თავდასხმა მოხდა, რასაც 13200-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. ამის შესახებ ტერორიზმის შესახებ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ, 2010 წლის ანგარიშია ნათქვამი.
დოკუმენტის მიხედვით, თავდასხმების რაოდენობა 2009 წელთან შედარებით თითქმის 5%-ითაა გაზრდილი, მსხვერპლის რაოდენობა კი 12%-ით შემცირებული.
სტატისტიკურად ყველაზე მეტი თავდასხმა (75%) სამხრეთ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში განხორციელდა.
ანგარიშში 2010 წელს საქართველოში განხორციელებული 4 ტერორისტული აქტიც მოხვდა.
ტერორიზმის შესახებ ანგარში კონგრესის მოთხოვნით შეიქმნა. ის 2010 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. მასში ქვეყნების მიხედვით არის აღწერილი მდგომარეობა ტერორიზმის საფრთხის, ანტიტერორისტული თანამშრომლობის, სახელმწიფოთა მიერ ტერორიზმის მფარველობის, ტერორიზმისთვის კეთილსაიმედო ტერიტორიების თვალსაზრისით.