თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინო ბურჯანაძის მძღოლს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაცია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ჟურნალისტებს დღეს თავად მიაწოდა.
ბურჯანაძის თქმით, შაქრო ზურაშვილი უდანაშაულოა და ის სამართალდამცველებმა მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით დააკავეს.
ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ყველა უდანაშაულოდ დაპატიმრებულ ადამიანს გაათავისუფლებს.