სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ბადრი ბიწაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო განაჩენს, ხვალ, 19 აგვისტოს გამოაცხადებს.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ბიწაძის ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა.
"ჩვენ უკვე წარვადგინეთ დასკვნითი სიტყვა. სასამართლო განაჩენს 19 აგვისტოს გამოაცხადებს", - აღნიშნა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ ბადრი ბიწაძეს ბრალად პოლიციელებზე თავდასხმის ჯგუფის ორგანიზებაში ედება. დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.