ENG / RUS       12+

სომხური მედია: როგორ ჩანერგა აშშ-ის სომხურმა ლობმა საქართველოში „სომეხი პრეზიდენტი"

ქართულ საზოგადოებაში არსებულ „არმიანოფობიაზე", რომელიც სათავეს ჭავაჭავაძისა და წერეთლის პერიოდიდან იღებს, არაერთიანი ქართული ეთნოსის სომხებისადმი შურიანობის შესახებ და რობერტ სტურუას გამონათქვამებზე სომხების მიმართ ბოლო დროს სომხურ პრესაში აქტიურად იწერება. ამჯერად, გთავაზობთ გრიგორ აგანიანის სტატიას სათაურით "რატომ უყვარს ძალიან რობერტ სტურუას შუშანიკი და, საერთოდ, არ უყვას მიხეილ ნიკოლოზის ძე ან როგორ ჩანერგა აშშ-ის სომხურმა ლობმა საქართველოში „სომეხი პრეზიდენტი". სტატია, სომხურმა გამოცემამ - " nationalidea.am" გამოაქვეყნა.

"იმის შესახებ, რომ ჩვენი საუკუნოვანი მეზობლები და, კერძოდ ისინი, ვინც თავის ხალხს მაღალი დონის ინტელიგენტებად კულტურის მოღვაწეებად მიიჩნევენ, სომხური მარაზმით რომ არიან დაავადებულნი ამის შესახებ ცნობილია და მასზე არაერთხელ დაიწერა და ითქვა სხვადასხვა დონეებზე.

ფაქტები და დასტური უამრავია. მე-19 საუკუნიდან დაწყებული, როდესაც დაიწყო ქართული ინტელიგენციის ფორმირება შურის ჭიამ და სომხურმა ფობიამ დაისადგურდა, უპირველესად მათ სულებში, ვინც თავი "განმანათლებლებად" აღიარა - ჭავჭავაძის, წერეთელის და მათი მიმდევრების.

რატომ არ არის ერთიანი ქართული ეთნოსი (მაგრამ არიან ქართველები, ხევსურები, მეგრელები, ჭანები, მესხები, გუდამაყრელები, იმერლები, სვანები, თუშები, აჭარელი მუსულმანები და აშ) ?

რატომ არის ქართველი გლეხობის 70-80 % ყმა, ხოლო სომხების - არა? რატომ არის თბილისის მოსახლეობის უმეტესობა სომეხი? რატომ არ ჰყავდა აღმოსავლეთ ქართლის დედაქალაქს ორი საუკუნის განმავლობაში ქართველი ქალაქის თავი? მრავალი "რატომ?'. მაგრამ პასუხი იყო ერთი და ასეა დღესაც, სამწუხაროდ, ერთი: დამნაშავეები არიან სომხები ან გაქართველებული სომხები. თურმე, 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერაც სომხების ორგანიზებული იყო. 1801 წელს მათ, საქართველოს წმინდა მიწაზე "რუსის ფეხი" დაადგეს და სხვა ათასი სისულელე ავადმყოფურ წარმოსახვებამდე, რომელზედაც პასუხის გაცემა ერთი შეხედვით უმადური და უაზრო საქმედ შეიძლება მოგვეჩვენოს. მრავალეროვან სახელმწიფოებსა და პატარა "იმპერიებს" სადაც სატიტულო ეთნოსი არ წარმოადგენს მოსახლეობის უმრავლესობას, ახასიათებს ციებ-ცხელების დაავადება ეძებოს მტრები და "არაკეთილმოსურნე" ხალხები. რუსეთისთვის თავსდატეხილ ყველა უბედურებაში დამნაშავეები ებრაელები იყვნენ, და (დღესაც ანტისემიტიზმი და ქსენოფობია რუსეთის რიგი წრეებისთვის მისაღებია, რომლებსაც ადვილად შეუძლიათ შეცვალონ ძველი ლოზუნგი «бей жидов!», ახლით - «бей лиц кавказской национальности!»)

არანაკლებ მრავალეროვან და მრავალკონფენსიურ ქვეყანას წარმოადგენს დღეს თანამედროვე საქართველო, სადაც ეროვნული და რელიგიური პრობლემები საკმარისია და ისინი თავიანთ გადაწყვეტას ელიან, რაც მტკივნეულად და მგრძნობიარად აღიქმება ქართული ინტელიგენციის რიგი სეგმენტებისათვის. იმავდროულად ეს პრობლემა არის სასარგებლო ინსტრუმენტი პოლიტიკური მოღვაწეების რიტორიკაში. პოლიტიკური სპეკულაციისა და ანგარიშწორებისათვის. რომლებიც მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიან. თუ ვინმე ოპოზიციური ველიდან ან ანტისააკაშვილისეული პოზაში მყოფი ინტელიგენციიდან შეეცდება წარმოთქვას მწარე ან მძაფრი სიტყვა მიხეილ ნიკოლოზის ძის წინააღმდეგ აუცილებლად იხსენებს, რომ მას სომხური ფესვები აქვს.

ჩვენი ქართველი "მეგობრების" აზრით, იყო სომეხი ან გქონდეს სომხური ფესვები, ალბად რაღაც დაავადების მსგავსია.

როგორ შეიძლება უყვარდეს დიდი ქართლი სომხური წარმოშობის ადამიანს, რომელმაც "სუფთა სისხლის" და „სუფთა რელიგიის" საქართველოს მოსახლეობის მოტყუებით, აშშ-ს სომხური ლობის ფულით, შესძლო საპრეზიდენტო სავარძლის დაუფლება? ეს აზრი აღებულია არა კურიოზების თატრიდან, რომელიც ისტორიის პოლიტიკურ სისულელეს გვაგონებს, არამედ წარმოთქმულია სსრკ-ს სახალხო არტისტის, ყველა შესაძლებელი სახელწმიფო პრემიის ლაურეატის, რუსეთის მეგობრობის ორდენის რაინდის რობერტ რობერტის-ძე სტურუას მიერ. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის გენერალურმა დირექტორმა (უნდაც იყოს სამხატრო ხელმძღვანელი. რედ) 16 მარტს სააგენტო "საქინფორმის" კორესპონდენტის კითხვაზე "რატომ არ უყვარს საააკაშვილს ქართველი ხალხი?" განაცხადა შემდეგი: "რას ვიზამთ, ის ხომ სომეხია". და თავისი ბრწყინვალე აღმოჩენით აღუშფოთებელი მწუხარებით აღნიშნავს, რომ სააკაშვილი საქართველოს მიმართ არ იქცევა ისე, როგორც თავის დროზე შუშანიკი. საუბარია, მეხუთე საუკუნეში წამებულ წმინდა შუშანიკზე, სომხეთის მხედარმთავროს ვარდან მამიკონიანის შვილზე, ქართველი პიტიახშის ვარსქენის ცოლზე. გულის შემსძვრელი ისტორიული ექსკურსის შემდეგ სტურუა ტკივილით აღნიშნავს, რომ აშშ-მა მოიყვანა სააკაშვილი, რათა დაღუპოს საქართველო. (თითქოს ორი წინა პრეზიდენტის დროს ყვაოდა და ვითარდებოდა) ხოლო საკუთარი თავისთვის ჟურნალისტის მწოდებელი პირი დიდი კმაყოფილებით დასძენს: "სააკაშვილი ხელისუფლებაში მოყვანილ იქნა აშშ-ს სომხური ლობის მიერ". ცოდნის როგორი დონეა! საიდან აქვთ ასეთი ინფორმაცია ამ ბატონების ტვინებს? თუ ეს ხალხი ჩვეულებრივი მჩხიბავები არიან, პოლიტიკური ბომჟები და არაფრის მთქმელები ან მხდალები, რომლებიც შეშინებულნი არიან აშშ-ს სომხური ლობით. მაგრამ არის ასევე მესამე მოტივაცია: ქრონიკული და განუკურნებელი არმენოფობია, რომლიც ჯერ კიდევ ვერ მოიშრა ქართული საზოგადოების სიმახინჯემ.

ქართველი მოღვაწეები ეტყობა თავისი თურქი და აზერბაიჯანელი მეგობრების კოპირებას ახდენენ, რომელთაც ასევე ხშირად ესიზმრებად კოშმარული სიზმრები სომხური ლობის თემაზე, ამა თუ იმ მოღვაწის სომხურ წარმოშობაზე. ისეთი "სუფთა ქართველისთვის" როგორიც სტურუაა სომხური წარმოშობის სააკაშვილი უცხოა (თითქოს იგი მართლა იყოს სუფთა ქართველი).

მოდით, წუთით წარმოვიდგინოთ, რომ სააკაშვილიოს წინაპრები იყვნენ გაქართველებული სომხები, მერე რა? გამოდის სტურუა და მასსავით მოაზროვნენი არ უნდა მიიჩნევდნენ ქართველებად აღმოსავლეთ საქართველოს იმ მეფეებს - რომლებიც სპარსეთის შაჰის მონები იყვნენ და მეფობისა და რუსეთის მოსვლამდე მე-17 საუკუნის დასაწყისიდან 1801 წალამდე, ხელისუფლების ფლობის უფლებას მხოლოდ მას შემდეგ იღებდნენ, როცა აღიარებდნენ ისლამს და ირქმევდნენ მუსულმანურ სახელებს. და მაინც თავისი არსით რითია ცუდი სააკაშვილი? რითია ის უფრო ცუდი, ვიდრე მოხუცი ბანდიტი შევარდნაძე, რომლის დროსაც საქართველოში ყვაობდა კორუფცია და სრული ანარქია მეფობდა?

არ ვფიქრობ, რომ საქართველოში მცხოვრები სომხები უნდა გაბრაზდნენ ან უნდა უხაროდეთ რუსეთის მეგობრობის ორდენის კავალერის განცხადებები. სტურუა და მისი მსგავსი ჭავჭავაძეები და წერეთლები მოვლენ და წავლენ როგორც ქარავანნი. სტურუა პირველი არ არის და დარწმუნებული ვარ არც ბოლო. სანამ არის სომხეთი და სომეხი ხალხი, იქნება სტურუაც და სხვა ნაციონალისტებიც, რომლებიც უაზრო ქაქანიის გარდა, არაფრისთვის გამოდგებიან. საკუთარი ხალხისა და სამშობლოს მოყვარული ადამიანი არასოდეს მისცემს საკუთარ თავს უფლებას ისაუბროს სხვა ხალხებზე ზედმეტი და შეურაცხმყოფელი. ასეთი საზეიმო შოვინიზმი მხოლოდ სუსტებსა და ნაძირლებს ახასიათებთ. არ მიმაჩნია, რომ საქართველოში ცხოვრობენ მხოლოდ სტურუები და მისი მსგავსები, თუმცა სამართლიანობის წინააღმდეგ ცოდვა რომ არ ჩავიდინო უნდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრნი არიან და ისინი ქმნიან ამინდს.. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მოქმედი სამოქალაქო მოძრაობამ „მრავალენოვანი საქართველო" დაგმო სტურუას ქმედება:"სააკაშვილის ეთნიკური წარმოშობის,როგორც სომხისა, გაჟღერებით ბატონმა სტურუამ ნეგატიურ კონტექსტში დაუკავშირა ეს ფაქტი საქართველოს პრეზიდენტის სიძულვილს და მისი საქმიანობის კრიტიკას. ხაზი გაუსვა, რომ სააკაშვილი, როგორც სომეხი მისთვის არის უცხო. რადგან ამის თქმით, რობერტ სტურუამ შეურაცხყოფა მიაყენა მრავალეროვანი საქართველოს ყველა მოქალაქეს მიუხედავად მათი ეთნიკური წარმოშობისა. „მრავალეროვანი საქართველოს" მოითხოვს სტურიამ ბოდიში მოუხადოს სააკაშვილს, და ასევე საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებმაც თავი შეურაცხყოფილად იგრძნო მისი არატორელანტური გამონათქვამების გამო".

რა თქმა უნდა, ბატონმა სტურუას თავისი მაღალი მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა გადეკეთებინა ამ განცხადების იგნორირება და ორგანიზაციამ „მრავალეროვანი საქართველო" გააკეთა მოწოდება სახელმწიფო აკადემიური თეტრის სპექტაკლების ბოიკოტირებასთან დაკავშირებით.

სამწუხაროდ, სტურუას დამგმობთა შორის არ არის სომხეთის მრავალი "მორიგე" მეგობარი, ვისაც უყვარს რაღაცის საბაბით და საბაბის გარეშეც დალიოს ორი ქვეყნის მეგობრობის სადღეგრძელო.

P.S
შევეცდებით დავამშვიდოთ ბატონი სტურუა და მისი მსგავსნი. სომხური ლობი არც ისე ძლიერი ძალაა, რომ საქართველოში თავისი რჩეული დასვას. ხალხი ამბობს: „მაქვს სურვილი, რომ დაგეხმარო, მაგრამ თავად ვსაჭიროებ დახმარებას".

ავტორი: . .