პატიმარ იოსებ წიკლაურის ოჯახი და საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან პატიმრის ჯანმრთელობის მდგომაროების შესახებ დასკვნის დროულად გაცემას ითხოვენ.
როგორც დღეს, პარლამენტში ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი ცაგარეიშვილმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, 23 წლის იოსებ წიკლაური ციხეში ორი წლის წინ ხულიგნობის მუხლით მოხვდა და ორ წელში იგი ტუბერკულოზით მძიმედ დაავადდა.
"ამ დროისთვის პატიმარი ტუბერკულუზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრშია უმძიმეს მდგომარეობაშია გადაყვანილი და საწოლზე ხელბორკილით და ფეხბორკილით არის მიბმული მაშინ, როდესაც იოსებ წიკლაურს ფეხზე დამოუკიდებლად ადგომაც კი არ შეუძლია. გათიშული აქვს ერთი ფილტვი და სეფსისია წასული", - აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე თქმით, ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ პატიმარს იმდენად მძიმე მდგომარეობა აქვს, რომ მისი გამოჯამრთელების პროგნოზები ნაკლებ საიმედოა.
"ოჯახმა მიმართა სასჯელაღსრულების სამინისტროს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283 მუხლის თანახმად იოსებ წიკლაურს სასჯელი გადაუვადონ და ოჯახს მიეცეს საშუალება მის გადასარჩენად შესაბამის მკურნალობა ჩაუტარონ. ამისთვის კი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა აუცილებელი, რომელიც ჯერ კიდევ 8 აგვისტოს უნდა ყოფილიყო, თუმცა ამ დრომდე მის გაცემა არ მომხდარა", - აღნიშნა ცაგარეიშვიულმა და ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელს გიორგი ხიზანიშვილს მოუწოდა ნუ გახდება კიდევ ერთი ახალგაზრდის იძულებით სიკვდილის თანამონაწილე.
ამასთან, პრესკონფერენციაზე პატიმრის მამამ, ზურაბ წიკლაურმა ხელისუფლებას მიმართა, რომ დაეხმარონ, რათა დროულად შესძლონ იოსებ წიკლაურის სიცოცხლის გადარჩენა.
"ჩვენ ერთადერთი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ვითხოვთ, რომ შევძლოთ ოჯახმა შესაბამის მკურნალობა ჩაუტაროთ", - აღნიშნა ზურაბ წიკლაურმა.
ამასთან, პრესკონფერენციაზე დაკავებულის სურათები წარმოდგინეს დაკავებამდე და დაკავების შემდეგ, რომელზეც იოსებ წიკლაური უკვე ინვალიდის სავარძელს არის მიჯაჭვული.