ქვესადგურში "ლილო-2" პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო მიმდინარე წლის 19 აგვისტოს 10 საათიდან 18 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, თელავის, კობარეთის და მიმდინარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ელექტრომომარაგება აგრეთვე შეეზღუდება, ტერმინალ ლილო-1, ფირმა @კახეთს, #168 საჯარო სკოლას, #1 საავადმყოფოს. დაგეგმილი შეზღუდვის შესახებ, ამ ორგანიზაციებს `თელასმა" წინასწარ უკვე აცნობა.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ.