შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაშისასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააჯარიმეს, რომელმაც მოტონავით საქართველოს საზღვაოწყლებში ცურვის წესები დაარღვია.
ჯიმშერ მეგრელიძეს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა 2) მუხლის VI ნაწილის შესაბამისად დაეკისრა ჯარიმა 300 ლარის ოდენობით.