11 წლის ბავშვის მკვლელობისთვის თურქეთში დაკავებულ ქართველ ქალებს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.
ეკატერინე და ვიოლა ოჩხიკიძეებისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდება სასამართლოს ბრალდების მხარემ მოსთხოვა.
სასამართლომ საქმის განხილვა გასულ კვირას განაახლა და სავარაუდოდ, თვის ბოლომდე საბოლოო განაჩენსაც გამოაცხადებს.
შეგახსენებთ, რომ 11 წლის ბავშვის მკვლელობისთვის საქართველოს მოქალაქეები რამდენიმე თვის წინ დააკავეს. ეკატერინე ოჩხიკიძეს გერის მკვლელობა ბრალდება, რაშიც მას საკუთარი დედა - ვიოლა ოჩხიკიძე ეხმარებოდა. უკვე ცნობილია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ბავშვი ჩაქუჩით მოკლეს.