სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ბადრი ბიწაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო განაჩენს, სავარაუდოდ, დღეს, 17 აგვისტოს გამოაცხადებს.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ბიწაძის ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა.
მისივე თქმით, დავიც მხარემ მოწმეების წარდგენა დაასრულა, დღევანდელ პროცესზე კი დასკვნით სიტყვას წარადგენს, რის შემდეგაც პროცედურულად სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.
"ჩვენ დღეს წარვადგენთ დასკვნით სიტყვას. შესაძლოა სასამართლო განაჩენი დღესვე გამოცხადდეს", - აღნიშნა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ ბადრი ბიწაძეს ბრალად პოლიციელებზე თავდასხმის ჯგუფის ორგანიზებაში ედება. დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.