ხვალ, 17 აგვისტოს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა წინა სხდომაზე, 20 ივლისს, მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.75 პროცენტს შეადგენს.