შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ანა ფაილოძე დააჯარიმეს, რომელმაც ჰიდროციკლით საქართველოს საზღვაო წყლებში ცურვის წესები დაარღვია.
ანა ფაილოძეს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა 2) მუხლის VI ნაწილის შესაბამისად, დაეკისრა ჯარიმა 300 ლარის ოდენობით.