შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ბ. წ. დააჯარიმეს, რომელმაც სასეირნო გემით საქართველოს საზღვაო წყლებში ცურვის წესები დაარღვია.
ბ.წ-ს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა 2) მუხლის VI ნაწილის შესაბამისად დაეკისრა ჯარიმა 300 ლარის ოდენობით.