შატილობის დღესასწაულზე დაკარგული 29 წლის ზვიად გოგოჭური გარდაცვლილი იპოვეს.
ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გიორგიწმინდაში აღმოაჩინეს. მას ვენები ჰქონდა გადაჭრილი. აღნიშნულის გამო გამოძიება ამ ეტაპზე თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.
გარდაცვლილის ცხედარი დუშეთის პროზექტურაშია გადასვენებული.
ზვიად გოგოჭური ბოლოს 10 დღის წინ, შატილობის დღესასწაულზე ნახეს.