პოლიციამ დაღესტანში ბოევიკების საზაფხულო ბანაკი აღმოაჩინა
დაღესტანში სამართალდამცავმა ორგანოებმა ბოევიკების საზაფხულო ბანაკი აღმოაჩინეს.ამის შესახებ რესპუბლიკის შსს იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბანაკში აღმოჩენილი კარვები 20 ადამიანზეა გათვლილი.
ასევე ნაპოვნია იარაღის სამალავი.
როგორც დაღესტნის შსს იტყობინება, ბოევიკებს სამალავში კალაშნიკოვის ავტომატები, პისტოლეტები, ტყვია-წამალი და ასაფეთქებელი მოწყობილობების დასაკომპლექტებელი კომპონენტები ჰქონდათ შენახული.