მახაჩკალაში რუს სამხედროებს ჩრდილოკავკასიელ მებრძოლთა ჯგუფი ჰყავთ ბლოკირებული, მიმდინარეობს სპეცოპერაცია და შემოღებულია კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ნაციონალურ ანტიტერორისტულ კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ მახაჩკალის ერთ-ერთ ქუჩაზე ბლოკირებულია ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ეჭვნიტანილია "ტერორისტული მიმართულების" დანაშაულებების ჩადენაში, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებზე თავდასხმაში.
მათი ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა წინადადებაზე - ჩაჰბარებოდნენ სამხედროებს - უარი განაცხადეს და ცეცხლი გახსნეს.