შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ღონისძიების შედეგად, საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე რამინ დუმბაძე დაჯარიმეს, რომელიც ზღვაში შეტყობინების გარეშე გავიდა.
რამინ დუმბაძეს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა ორი) მუხლის I ნაწილის შესაბამისად დაეკისრა ჯარიმა 50 ლარის ოდენობით.