მოსკოვში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. რუსული მედიის ინფორმაციით, 45 წლის მამაკაცმა # 270 ავტობუსის სალონში ცეცხლი გახსნა.
არსებული ცნობით, საქართველოს მოქალაქემ რამდენჯერმე მას შემდეგ გაისროლა, რაც ავტობუსის მძღოლთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა. მძღოლი არ დაშავებულა, ინციდენტში ეჭვმიტანილი ქართველი დაკავებულია.
რუსული მედიის მტკიცებით, საქართველოს მოქალაქე ავტობუსში ასვლისას ნასვამი იყო.