7 პირიდან, რომელთაც 26 მაისის მოვლენების გამო ბრალი წარედგინათ, სამართალდამცველი არც ერთი არ არის.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, აღნიშნული პირები უბრალო მოქალაქეები არიან, მათ შორის უმეტესობა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის დაცვის წევრები იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მყოფ პირთა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებთან დაკავშირებით ბრალდება 7 პირს წარედგინა, მათგან ხუთი (ამირან მერებაშვილი, ალექსანდრე ბიბილური, ნიკოლოზ ზაუტაშვილი, კობა კობაური, ილია ზივზივაძე) საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს, შაქრო ზურაშვილისა და ივანე ჩიღვინაძის მიმართ კი გამოძიება გრძელდება.
აღნიშნულთან დაკავირებით მთავარმა პროკურატურამ დღეს ოფიციალური განცხადება გაავრცელა.