მთავარმა პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის გიორგი ტაკიძის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამგებელი სამსახურეობრივ მფარველობას უწევდა მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის უფროს მერაბ კურდღელაშვილს, რომელის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის მითვისებას ახდენდა.
"პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტი აგრძელებს სახელმწიფოს მიერ საბიუჯეტო თანხების განკარგვის კანონიერების შესწავლას. შემოწმდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საქმიანობა და აღმოჩენილი სამართალდარღვევევის გამო თავდაპირველად დაპატიმრებულ იქნა მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის უფროსი მერაბ კურდღელაშვილი. დადასტურებულია, რომ 2010-2011 წლებში მიღებული მილლიონ 100 ათასი ლარიდან კურდღელაშვილმა მიითვისა 180 ათასი ლარი. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ კურდღელაშვილს აღნიშნულ საქმიანობაში სამსახურებრივ მფარველობას უწევდა რაიონის გამგებელი გიორგი ტაკიძე. ის დაკავებულია", - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ტაკიძეს 180 ლარის მითვისებაში თანამონაწილეობის გარდა ბრალად ედება კურდღელაშვილისგან ქრთამის სახით 20 ათასი ლარის მიღებაც.