ბაქოში ამ დილით აფეთქება მოხდა, რომელმაც სამი ადამიანი იმსხვერპლა. აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ძეხვეულის დამამზადებელ ქარხანაში მოხდა. ბაქოელი სამართალდამცავების ინფორმაციით, წინასწარი ვარაუდით აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა.
"შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი დაიჭრა", _ განაცხადა ბაქოს სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების სადგურის მთავარმა ექიმმა მურსალ გამიდოვმა.