შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (დასავლეთი) ფოთის განყოფილებისა და შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების შედეგად, ზღვის დაბინძურების ფაქტზე ბათუმის პორტის N8 ნავმისადგომთან, თურქეთის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი "BARKO" დააკავეს.
აღნიშნული გემის კაპიტნის, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის, ერჩან ტასკინის, მიმართ მიმდინარეობს საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე (პრიმა ორი) მუხლის VII ნაწილით.