სამართალდამცავებმა ფსიქოტროპული მედიკამენტების არაერთხელ უკანონო რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქეები: ქეთევან დანელია და ბადრი სულიკაშვილი დააკავეს.
აღნიშნულმა პიროვნებებმა, 1 აგვისტოს, თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოიტანეს 10800 აბი „აქტიფედი", შემდგომში მისი სათანადო ნებართვისა და რეგისტრაციის გარეშე რეალიზაციის მიზნით.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის II ნაწილის „ა" ქვეპუნქტით. გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველო აწარმოებს