ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წყალტუბოს გამგეობის შესყიდვების განყოფილების უფროსი იმედი ბოკელავაძე დამნაშავედ ცნო. მასთან ერთადBბრალი დაუმტკიცდათ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე მეწარმეებსაც.
დაკავებულები სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში იყვნენ ბრალდებულნი. საქმე ეხება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერს, რომლითაც ორი ნაგავმზიდი ავტომანქანის შეძენა უნდა მომხდარიყო.
სასამართლომ დაადგინა, რომ გამგეობის შესყიდვების განყოფილების უფროსი მიკერძოებული აღმოჩნდა და ინდმეწარმეს ტენდერში გამარჯვებისთვის სრული საიდუმლო ინფორმაცია მიაწოდა, უშუალოდ ტენდერისას კი უპირატესობა მას მიანიჭა.
დაკავებულებს თავისუფლების 3 წლამდე აღკვეთა მიესაჯათ.