თურქული ინტერნეტგამოცემების ინფორმაციით, ქართველ მამაკაცს გაუფრთხილებლობით მკვლელობა ბრალდება.
არსებული ინფორმაციით, საქართველოს დაკავებული მოქალაქე 4 და 15 წლის მოზარდებს დაეჯახა, რომელთაგან პირველი ადგილზე, მეორე კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
თურქული მედიის ინფორმაციით, ქართველი მძღოლი გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობდა. 4 წლის მუჰამედ ჩაულაში და 15 წლის ბათუან გენჩოღლუ სწორედ ბორდიულზე გადაადგილდებოდნენ.