ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადების ფაქტზე შპს „ფიანდაზის" დირექტორი ილიაზ რაჯაბ ოღლი, ასევე ინდივიდუალური მეწარმეები: ნანა ბოღოლაშვილი, ჯოჰარათ მაჰარამყზი და ზოჰრაფ რაჯაბოვი დააკავეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული მეწარმეები ე.წ. ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე ხალიჩების რეალიზაციის დროს, შესაბამის საგადასახადო დოკუმენტებში -სასაქონლო ზედნადებსა და სალაროს ქვითრებში რეალიზებული საქონლის ღირებულებას ამცირებდნენ 20 % - ით, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს.
წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210 - ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ორიდან ხუთ წლამდე ვადით ითვალისწინებს.