ანტალიის ერთ-ერთ სასტუმროში პროსტიტუციაში ეჭვმიტანილი 4 ქართველი ქალი დააკავეს. სპეცოპერაცია თურქეთში დილით ჩატარდა.
პოლიციის თანამშრომლებმა რეიდი მოულოდნელად მოაწყვეს, მათ, პროსტიტუციაში ეჭვმიტანილ ქალებთან ერთად, სასტუმროს თანამშრომლებიც აიყვანეს.
ცნობილია ქართველი ქალების ვინაობაც. მათი საქართველოში ექსტრადაცია უახლოეს დღეებში განხორციელდება.