ლაგოდეხის რაიონის სოფელ დონაში, თენგიზ ზედელაშვილის კუთვნილ ძეხვის საწარმოში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად საწარმოს მნიშვნელოვანი ნაწილი დაიწვა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლაგოდეხის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის უფროსმა მერაბ შათირიშვილმა განუცხადა, ხანძარი საწარმოს სამაცივრე ოთახში ელექტროენერგიის მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
„შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები დროულად მივიდნენ და საწარმო მთლიანად დაწვას გადაურჩა", - აღნიშნა მერაბ შათირიშვილმა.