ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ვიდეოკადრების ექსპერტიზის შედეგად, ბურჯანაძის კორტეჟის მანაქნების რაიმესთან ან ვინმესთან შეჯახება გამორიცხა ,- ამის შესახებ ნათქვამია "სახალხო კრების" მიერტ გავრცელებულ განცხადებაში.
მთი ინფორმაციით, აბსურდული ბრალდებებით დაპატიმრებული „სახალხო კრების" წევრთა წამებას. პროკურატურა ცდილობს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლით აღიარებინოს მოგონილი დანაშაული დაკავებულ ადამიანებს.
"განსაკუთრებული ზეწოლა იყო მძღოლებზე და იგი გაძლიერდა მას შემდეგ, რაც დაცვის მხარემ გამოაქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ავტოავარიას გამორიცხავს. საუბარია 26 მაისს და მის შემდგომ სახელისუფლებო არხების მიერ ტირაჟირებულ ცნობილ ვიდეოკადრებზე, სადაც ვითომდა ბურჯანაძის კორტეჟი ეჯახება პოლიციელს თავისუფლების მოედანზე"- ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ აღნიშნული ვიდეოკადრების ექსპერტიზის შედეგად, ერთმნიშვნელოვნად გამორიცხა ბურჯანაძის კორტეჟის მანაქნების რაიმესთან ან ვინმესთან შეჯახება.
"სწორედ ამ დასკვნის შემდეგ მძღოლების „აღიარება" აუცილებელი გახდა ხელისუფლებისათვის, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი მათი პიარ გეგმის სქემა იშლება", - ნათქვამია განცხადებაში.
„სახალხო კრება" და „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" მადლობას უხდის ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტს ობიექტურობისათვის და გამოჩენილი გამბედაობისათვის და მიმართავს დიპლომატიურ კორპუსს, სახალხო დამცველს რეაგირების გარეშე არ დატოვოს უკანონოდ და აშკარად პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების საქმე.
"სააკაშვილის რეჟიმს უნდა ესმოდეს, რომ უდანაშაულო მოქალაქეების წამება, საკუთარი მოსახლეობის ტერორი და დამონების მცდელობა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ადექვატურ რეაგირებას გამოიწვევს და დაუსჯელი არ დარჩება. საზოგადოებას შევახსენებთ, ამ ტიპის საქმეები სწორედ დიქტატურის ერთ-ერთი ნიშანია. ყველას ახსოვს ბოლშევიკურ საქართველოში „ექიმთა საქმე", დღეს „ნეობოლშევიკურ საქართველოში" სამწუხაროდ „მძღოლების საქმეზე" გვიწევს რეაგირება", - ნათქვამია "სახალხო კრების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.