საქალაქო სასამართლომ თბილისში მომხდარ ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე განაჩენი გამოიტანა. საუბარის კონსტიტუციური უსართხოების მიერ დაკავებულ ყაჩაღურ ჯგუფზე, რომელიც ერთ ერთ მეწარმეს თავს დაესხა და ათეულობით ათასი აშშ დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცა.
ამ კონკრეტულ საქმეზე დაკავებულნი არიან საქართველოს შს სამინისტროს ყოფილი გამომძიებელი, ადვოკატი და ასევე საქართველოს შს სამინისტროს ფინანსური პოლიციის გამომძიებელი.
აღნიშნული შემთხვევა 2010 წლის 15 ოქტომბერს თბილსის ერთ ერთ უბანში მოხდა. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მეპატრონეს საკუთარი სახლის სადარბაზოში დაესხნენ თავს. თავდამსხმელებმა ეს ადამიანი სიცოცხლის მოსპობის მუქარით სახლში აიყვანეს, შემდეგ წებოვანი ლენტით დააბეს ის და მისი მეუღლე. ამის შემდეგ დაზარალებული წამოიყვანეს და თბილისის ერთ-ერთ უბანში დააგდეს.
"სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნენ, საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი მამუკა ნადიბაიძე, ადვოკატი გიორგი გვათუა და საქართველოს შს სამინისტროს ფინანსური პოლიციის გამომძიებელი ზაზა ჯანელიძე.
ზემოაღნიშნულ პირებს ბრალად ედებათ, რომ მათ ჩაიდინეს ყაჩაღობა. სასამართლო განხილვისას ბრალდებულებმა გიორგი გვათუამ, მამუკა ნადიბაიძემ და ზაზა ჯანელიძემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნეს.
საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით, ამოღების ოქმებით, ბრალდებულების დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, თმის ექსპერიმენტული ნიმუშის აღების ოქმებით, სალომბარდო ხელშეკრულებებით, ამოღებული ძვირფასი ნივთებით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნითა და სამეში არსებული სხვა მასალებით უტყუარად დადასტურდა მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება", _ აცხადებენ თბილისის საქალაქო სასამართლოში.
განაჩენის მიხედვით ჯანელიძეს 20 წლით, ნადიბაიძეს 18 ხოლო გვათუას 16 წლით თავისუფლების აღვეთა მიესაჯათ.