ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის დაკავების ვადა 24 საათამდე იზრდება. აღნიშნულს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" განახლებულ პროექტი ითვალისწინებს.
დღეს არსებული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ადმინისტრაციულმა დაკავებამ არ უნდა გასტანოს თორმეტ საათზე მეტ ხანს. გამონაკლის შემთხვევებში, განსაკუთრებული აუცილებლობის გამო, შეიძლება დაწესდეს ადმინისტრაციული დაკავების სხვა ვადები.
პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტში კი, ადმინისტრაციული დაკავების ვადა იზრდება, კერძოდ ის არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს. ამ ვადის ათვლა პირისთვის თავისუფლების შეზღუდვის მომენტიდან იწყება.
იმ შემთხვევაში კი თუ დაკავების ვადის ამოწურვის შემდეგ პირი არ წარედგინება უფლებამოსილ სასამართლოს დაკავებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.