არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების დამრღვევი 500 ლარით დაჯარიმდება. ამის შესახებ აღნიშნულია "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" განახლებულ პროექტში.
დღეს არსებული ნორმის თანახმად, არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების დარღვევა დამსაქმებლის მიერ ჯარიმდება შრომის ანაზღაურების ორას მინიმალურ ოდენობამდე.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით კი, დამსაქმებლის მიერ საქართველოს შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით.