სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მართლმსაჯულების საკითხზე ფორუმი გაიმართა.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და კოალიციის "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" პირველი ფორუმი საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა გახსნა.
ფორუმისასამართლო რეფორმირების პროცესში სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს მთავრობას შორის გრძელვადიანი კონსტრუქციული დიალოგის ხელის შეწყობას ისახავდა მიზნად.
ღონისძიებას სასამართლოს, მედიის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე ექსპერტები ესწრებოდნენ.
მონაწილეებმა განიხილეს სამ ძირითადი საკითხი: სასამართლო პროცესის გამჭვირვალობა, სასამართლო გადაწყვეტილების ხელმისაწვდომობა და სასამართლო სტატისტიკური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" ორგანიზაციაში 29 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი შედის. კოალიციის შექმნის მიზანია სასამართლოს რეფორმირების მონიტორინგისა და დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლოსთვის ადვოკატირების პროცესში პროფესიული იურიდიული უფლებების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესისა და პროფესიული ასოციაციების გაერთიანება.
ფორუმი ამერიკის მთავრობამ დააფინანსა.