2011 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს მასშტაბით ქურდობის 5557 შემთხვევა დაფიქსირდა, რომლიდანაც გახსნილია 2015. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძიმე ქურდობა დაფიქსირდა 1948-ჯერ (გახსნილია 821) , ბინებიდან 771-ჯერ (235), ავტომობილების 32-ჯერ (17) , პირუტყვის მოპარვა 150-ჯერ (48) და მობილური ტელეფონების 128-ჯერ (44). პირველი ექვსი თვის ქურდობის მაჩვენებული გასული წლის აღნიშნულ პერიოდთან შედარებით, 75-ით ნაკლებია.
2011 წლის პირველ ექვს თვეში ძარცვის 251 შემთხვევა დაფიქსირდა (2010 წლის 6 თვესთან შედარებით 66-ით ნაკლები). მათ შორის, მძიმე 153, ავტომობილების 2 და მობილური ტელეფონების 12. აღნიშნულ პერიოდში 133 (-99) ყაჩაღობა მოხდა. მათ შორის განსაკუთრებით მძიმე 85, ავტომანქანის 2 და მობილური ტელეფონების 6. თაღლითობის ფაქტი 499-ჯერ (-217) დაფიქსირდა და გამოძალვა 35-ჯერ.