საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წლის პირველ ექვს თვეში ქვეყნის მასშტაბით დანაშაულთა საერთო რაოდენობამ 15 524 შეადგინა. მათ შორის, მძიმე დანაშაული მოხდა 4346-ჯერ, რომლიდანაც გახსნილია 2483. სულ რეგისტრირებული დანაშაულებებიდან კი გახსნილია 6881 (44.3%).
2011 წლის პირველ ექვს თვეში თბილისის მასშტაბით რეგისტრირებულია 6955 დანაშაული, რომლიდანაც გახსნილია 2802. გასულ წელთან შედარებით ჩადენილი დანაშაულებების რაოდენობა 1320-ით ნაკლებია. წლის პირველ ნახევარში თბილისის მასშტაბით 1986 მძიმე დანაშაული დაფიქსირდა.
ეს მონაცემი 2010 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემთან შედარებით, 2056-ით ნაკლებია. მძიმე დანაშაულებების რაოდენობა კი 2010 წელთან შედარებით 807-ით ნაკლებია. 2010 წლის პირველ 6 თვეში სულ 17580 დანაშაული დაფიქსირდა, რომლიდანაც სამართალდამცველებმა 8696 გახსნეს.