თბილისში, ქიქოძის ქუჩაზე ძმები ვარდანიები დაჭრეს. არსებული ცნობით, ისინი არსენას ქუჩიდან სახლში ბრუნდებოდნენ, როცა უცნობი პირები თავს დაესხნენ და ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.
შედარებით მძიმეა 19 წლის ლაშა ვარდანიას მდგომარეობა. ის გულ-მკერდის არეშია დაჭრილი.
სამართალდამცველები ინციდენტში ეჭვმიტანილ პირებს უკვე ეძებენ.