მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერი ეკა ბესელიას ბათუმში, სასამართლო დარბაზი დაატოვებინეს.
მოსამართლემ ბესელიას დარბაზიდან გაძევება მას შემდეგ მოითხოვა, რაც ის მის რამდენიმეჯერ გაფრთხილებას არ დაემორჩილა.
ბესელიამ, რომელიც მონიტორინგის და უფლებების დაცვის კუთხით ესწრებოდა სასამართლო პროცესს პროტესტი გამოთქვა იმის გამო, რომ "მოსამართლე ადვოკატებს ზღუდავდა".
ბესელიას აზრით, მოსამართლე ვერა დოლიძეს სასამართლო პროცესი მიყავს აშკარა კანონდარღვევით და უხეში უგულვებელყოფით.
"მან უკანონოდ მიიღო რამდენომე გადაწყვეტილება პროცედურასთან დაკავშირებით, რის გამოც ვაპირებთ მივმართოთ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე ვერა დოლიძის დისციპლინური დევნის დაწყების თაობაზე. ასევე მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ საკითხთან დაკავშირებით", - აცხადებს ბესელია.