გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების ჩადენის ფაქტზე შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსი თეიმურაზ ფუტკარაძე დააკავეს.
შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულმა პოლიციელმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიითვისა მის გამგებლობაში არსებული, სამსახურებრივი ბენზინის საწვავის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა 1 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის 'გ' და 'დ' ქვეპუნქტებით გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია.
აღნიშნული დანაშაულისათვის მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.